სსიპ საჩხერის
მუნიციპალიტეტის სოფელ სხვიტორის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ
დალი ზაბახიძის მიერ ჩასატარებელი სამოდელო
გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის თემა
|
ნოდარ დუმბაძე- ,,
ბოშები’’
|
ქვეთემა
|
,, რაც მტრობას დაუნგრევია...’’
|
კლასი, საფეხური
|
მე-8 კლასი, საბაზო საფეხური.
|
საგანი
|
ქართული ენა და ლიტერატურა; გეოგრაფია.
|
მასწავლებელი
|
დალი ზაბახიძე
|
მოსწავლეთა პროფილი
|
10 მოსწავლე, 5გოგონა, 5 ვაჟი. სსსმ მოსწავლე არ მყავს.
|
სამოდელო გაკვეთილის ტიპი
|
ინტეგრირებული - ქართული ენა და ლიტერატურა; გეოგრაფია.
|
გაკვეთილის მნიშვნელობა და აქტუალობა
|
დღეს, როცა კაცობრიობა უამრავი გამოწვევის წინაშე დგას, მნიშვნელოვანია
ტოლერანტი, შემწყნარებელი თაობის აღზრდა. ამ საქმეში ლიტერატურას უდიდესი როლი აკისრია.ნოდარ
დუმბაძის ნაწარმოებები კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ უყვარს ქართველ კაცს
მოყვასი; როგორი სასიმოვნო განცდაა, სხვებს გაუკეთო სიკეთე. ამის შეგრძნება მხოლოდ
ამ ნაწარმოებების სწორი გააზრებითაა შესაძლებელი.
|
სასწავლო მიზნები და შედეგი
|
მოსწავლეები
გამოყოფენ ნაწარმოებიდან მნიშვნელოვან საკითხებს ; გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას; მოიძიებენ სათანადო მასალას და აუდიტორიის წინაშე წარადგენენ თავიანთ თვალსაზრისს;
გაავლებენ პარალელს შესწავლილ ნაწარმოებებთან;განსაზღვრავენ
გეოგრაფიული ობიექტებისა და ქვეყნების მდებარეობას რუკაზე; იმსჯელებენ, რა არის პერსონაჟთა
ქცევის მოტივი; დაწერენ მცირე მოცულობის
ტექსტს;შეძლებენ ენობრივ-გრამატიკული სტრუქტურების მართებულ გამოყენებას.
|
კავშირი ე ს გ-სთან
|
მიმართულება: ზეპირმეტყველება
ქართ. VIII. 1. მოსწავლეს შეუძლია კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობის მოსმენა
და საკუთარი თვალსაზრისის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· მსჯელობს სათანადო არგუმენტაციის
მოხმობით და თანამიმდევრულად ავითარებს თავის მოსაზრებას;
· მსჯელობიდან გამოაქვს ადეკვატური
დასკვნა;
· საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად
იყენებს ციტატებს საინფორმაციო წყაროებიდან, სხვადასხვა ფაქტს, სტატისტიკურ მონაცემებს,
ფრაგმენტებს ინტერვიუდან და ა. შ.;
მიმართულება: კითხვა
ქართ. VIII. 5. მოსწავლეს შეუძლია გაიაზროს, გააანალიზოს და შეაფასოს
ტექსტები (მხატვრული და არამხატვრული), რომლებიც შეიცავს გარკვეულ თვალსაზრისს
ან მსჯელობას კონკრეტულ საკითხზე.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ამოიცნობს და განსაზღვრავს
პრობლემურ საკითხებს წაკითხულ ტექსტში;
· პოულობს მსგავსებებსა და განსხვავებებს
სხვადასხვა ავტორის მიერ შექმნილ ისეთ ტექსტებში, რომლებიც შეიცავს ერთსა და იმავე
ან მსგავს პრობლემას;
· გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას
ტექსტში ასახული ზნეობრივ-ეთიკური პრობლემების მიმართ.
მიმართულება: წერა
ქართ. VIII. 10. მოსწავლეს შეუძლია წერილობით გადმოსცეს
საკუთარი თვალსაზრისი, იმსჯელოს კონკრეტულ საკითხზე
სათანადო არგუმენტების მოხმობით.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· გამოხატავს და წერილობით აყალიბებს
პირად განცდებსა და განწყობაზე დამყარებულ შთაბეჭდილებას;
ქართ. VIII. 12. მოსწავლეს შეუძლია ენობრივ-გრამატიკული სტრუქტურებისა და ხერხების მართებულად
გამოყენება სხვადასხვა სახის ტექსტების შესაქმნელად.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· იცავს პუნქტუაციისა და მართლწერის
სალიტერატურო ნორმებს;
· მართებულად ჩაანაცვლებს დამოკიდებულ წინადადებებს ინფორმაციის
დამაზუსტებელი განკერძოებული სიტყვებითა და გამოთქმებით
გეო.VIII.2.
მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს გეოგრაფიული ობიექტებისა და ქვეყნების
მდებარეობა რუკაზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· იყენებს პოლიტიკურ
რუკას და აღწერს პირობით ნიშნებს (ფერები, საზღვრები),
რომლითაც ხდება
ტერიტორიების (სახელმწიფოები, ცალკეული
ადმინისტრაციული
ერთეულები,
დედაქალაქები) აღნიშვნა პოლიტიკურ
რუკაზე;
|
უნარჩვევები
|
ტექსტიდან
საჭირო ინფორმაციის ამოღების, სიღრმისეული გააზრების, ინფორმაციის მოძიებისა და ორგანიზების,
ორიგინალური პროდუქტის შექმნისა და სათანადოდ გამოყენების, თანამშრომლობის, სხვისი
აზრის გაზიარების,საკუთარი აზრის წარმოჩინების უნარ- ჩვევები
|
წინასწარი ცოდნა
|
ნოდარ დუმბაძე-
,,ბოშები’’(ტექსტი)
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
გამოიყენება განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება.
გაკვეთილის მსვლელობისას მასწავლებელი დააკვირდება მოსწავლეების მუშაობას და ,, ზოგადი
შეფასების რუბრიკით ‘’შეაფასებს მოსწავლეებს. გააკეთებს განმავითარებელ კომენტარებს.მოსწავლეები
ურთიერთშეფასების რუბრიკით შეაფასებენ საკუთარ და ერთმანეთის აქტივობებს.მასწავლებელი
გამოიყენებს თვითშეფასების კითხვარს.
|
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
|
აქტივობა 1. საორგანიზაციო საკითხები. მიზნის გაცნობა
(პროექტორის ეკრანზე გამოტანილია, ასევე მატერიალური სახით კლასში გაკრულია გაკვეთილის
თემა, ქვეთემა,
გაკვეთილის მიზანი. ასევე შეფასების რუბრიკები, ჯგუფური მუშაობის წესები. )დრო- 2 წთ.
აქტივობა 2 კითხვა- პასუხით წინარე ცოდნის გააქტიურება.
აქტივობის მიზანი: გონებრივი იერიშის საშუალებით შესწავლილი
მასალის შეხსენება.
დრო- 8 წთ
მეთოდი: გონებრივი იერიში
ორგანიზების ფორმა: მთელი კლასი
მასწავლებელი სვამს შეკითხვებს:
1.
სად ხდება ნაწარმოებში
მოქმედება?
2.
რას ეძახდნენ გურიაში
ბოშებს?
3.
რატომ აღიქვა ბიჭმა
ბოშების სოფელში მისვლა ყაჩაღების შემოსევად?
4.
როგორ შეიცვალა ბიჭის
დამოკიდებულება ბოშების მიმართ?
5.
რას უწოდებს ბიჭი ბოშებს?
6.
რომელ ანდაზას იყენებს
მწერალი მოსულების და დამხვდურების ( ბოშებისა და გურული ქალების) დასახასიათებლად?
7.
როგორ სოფელში მოხვდნენ
ბოშები?
8.
როგორ უნდა გავიგოთ
მწერლის ნათქვამი: ბოშებმა ,,ყველა დაქცეულ ოჯახს თუ არა, ნახევარს მაინც გაუცოცხლეს
ომში დაღუპულები’’?
9.
რატომ გამოყო მწერალმა
ოქსანას მარჩიელობის ამბავი?
10. რა ,, მთავარ’’ ამბავს გვიამბობს ავტორი?
11. როგორ ამართლებს ბოშებთან დაახლოებული ბიჭი მათ ხელმრუდობას?
რაში გამოიხატება მწერლის იუმორი?
12. თქვენი აზრით, სოფლის უხუცესი ლევარსი ბერეჟიანი რომ
სხვაგვარად მოქცეულიყო, რას იზამდა სოფელი?
აქტივობა3. ნამუშევრების წარდგენა
მეთოდი- პრეზენტაცია
დრო-12 წუთი
ორგანიზების ფორმა- ჯგუფური მუშაობა
აქტივობის მიზანი-მოსწავლეები შეძლებენ ჯგუფების მიერ
მოძიებული მასალის წარდგენისას ცხადად და გასაგებად ჩამოაყალიბონ განსახილველი საკითხის
არსი, პრობლემის განმსაზღვრელი ასპექტები და საკუთარი მოსაზრებები; განსაზღვრავენ
გეოგრაფიული ობიექტებისა და ქვეყნების მდებარეობას
რუკაზე;განივითარებენ პრეზენტაციისა და საჯარო გამოსვლების უნარ- ჩვევებს.
1-ლი ჯგუფი-ბოშების
წარმოშობის ისტორია
მე-2 ჯგუფი- ბოშათა წეს-ჩვეულებები და ტრადიციები
მე-3 ჯგუფი- მდიდარი ბოშები
თითოეული ჯგუფი საკუთარ თემაზე მსჯელობასთან ერთად წარმოადგენს სლაიდშოუს
აქტივობა
4. წარმოდგენილი ნამუშევრების შეფასება- ანალიზი
მეთოდი- დისკუსია
დრო- 5 წუთი
ორგანიზების ფორმა- ინდივიდუალური
აქტივობის
მიზანი- მოსწავლეები მოსმენილი ნამუშევრების შესახებ გამოთქვამენ საკუთარ შეხედულებას, თუ რამდენად
დამაჯერებელია მათში გამოთქმული ჰიპოთეზები
და ვარაუდები;იმსჯელებენ, რა იყო
მათთვის ახალი და მნიშვნელოვანი,შეაფასებენ მოწინააღმდეგე ჯგუფის ნამუშევარს.(დანართი
2).
აქტივობა 5.წერა ( ორი სიმართლე-როდისაა ადამიანი
ბედნიერი)
დრო- 5 წთ.
მეთოდი- ხუთწუთიანი ესე
ორგანიზების ფორმა- ინდივიდუალური
აქტივობის
მიზანი-მოსწავლეები შეძლებენ წერილობით იმსჯელონ მოცემულსაკითხზე,გამოხატავენთავიანთ
დამოკიდებულებას;დაიცავენ სალიტერატურო ენის ნორმებს.
აქტივობა 6. ნამუშევრების
წარდგენა
მეთოდი- პრეზენტაცია
ორგანიზების ფორმა-
ინდივიდუალური
დრო - 4 წთ
აქტივობის მიზანი-
მოსწავლეები წარმოადგენენ საკუთარ მოსაზრებას,შესწავლილი ნაწარმოებების
მიხედვით შეაფასებენ ადამიანთა ქმედებას, ამ ქმედების შედეგს; გააკეთებენ
დასკვნას.(რამდენიმე მოსწავლე წარადგენს ნამუშევარს.დანარჩენებს მასწავლებელი აკრებს
და შეამოწმებს მომავალი გაკვეთილისთვის )
აქტივობა 7. განკერძოებული
სიტყვებისა და გამოთქმების მოძებნა ტექსტში
მეთოდი-T სქემა
ორგანიზების ფორმა-
წყვილებში
აქტივობის მიზანი-მოსწავლეები
მოიძიებენ ტექსტში განკერძოებულ სიტყვებსა და გამოთქმებს,იმსჯელებენ განკერძოების
შესახებ. შეცვლიან დამოკიდებულ წინადადებებს განკერძოებული სიტყვებითა და გამოთქმებით
დრო-4-5 წთ.
აქტივობა 8. შეფასება. მასწავლებელი იყენებს განმსაზღვრელ
და განმავითარებელ შეფასებას.
მეთოდი- ზოგადი
შეფასების რუბრიკა (დანართი 1.)ურთიერთშეფასება( დანართი 2). მასწავლებლის თვითშეფასების
კითხვარი დანართი 4)( სამივე რუბრიკა ნაჩვენებია ეკრანზე).
დრო- 3 წთ.
აქტივობის მიზანი- მოსწავლეთა საჭიროებების დადგენა.
აქტივობა 9. საშინაო დავალება-,, სიკეთით სძლიე შენს
მტერსა..’’’
დრო- 1 წთ.
|
საგანმანათლებლო რესურსები და გამოყენებული ლიტერატურა
|
სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი, საშინაო დავალების რვეულები,
პროექტორი, თაბახის ფურცლები.მსოფლიოს პოლიტიკური რუკა
|
დანართი 1.
ზოგადი შეფასების რუბრიკა
N
|
კრიტერიუმი
|
ნაწილობრივ
1 ქულა
|
სრულად
2 ქულა
|
1
|
წინარე ცოდნის გამოვლენა
|
|
|
2
|
ჩართულობა- აქტიურობა
|
|
|
3
|
ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარები
|
|
|
4
|
ჯგუფური მუშაობის უნარები
|
|
|
5
|
დროის ლიმიტის გათვალისწინება
|
|
|
დანართი 2.
ურთიერთშეფასების რუბრიკა მოსწავლეთათვის
მასალა (როგორც ტექსტობრივი, ასევე ელექტრონული)იყო
საინტერესოდ და ამომწურავად წარმოდგენილი
|
მასალა იყო კარგად წარმოდგენილი,
მაგრამ მწირი იყო ელექტონული მასალა/ან კარგად იყო წარმოდგენილი ელექტრონული
მასალა, თუმცა მწირი იყო ტექსტობრივი.
|
მასალა ორივე შემთხვევაში მწირად
იყო წარმოდგენილი
|
1.
2.
3.
|
დანართი 3.
ჯგუფური მუშაობის
წესები
. ჯგუფში მუშაობისას დავიცვათ წესრიგი;
. ავირჩიოთ ლიდერი და გადავანაწილოთ ფუნქციები;
. მოვუსმინოთ და პატივი ვცეთ ერთმანეთის აზრს
აქტიურად ჩავერთოთ
ჯგუფურ მუშაობაში
დანართი 4
თვითშეფასება
№
|
კრიტერიუმები /ქულები
|
1
|
2
|
3
|
|||||
1
|
გაკვეთილის მიზანი გასაგები
და კონკრეტული იყო
|
||||||||
2
|
აქტივობები ემსახურებოდა მიზნის
მიღწევას
|
||||||||
3
|
გაკვეთილის დაწყება იწვევდა
მოსწავლეთა მოტივაციას
|
||||||||
4
|
მოსწავლეთა ორგანიზების ფორმა ხელს
უწყობდა მიზნის მიღწევას
|
||||||||
5
|
გამოყენებული რესურსები იწვევდა მოსწავლეთა
მოტივაციას და აქტიურ ჩართვას საგაკვეთილო პროცესში
|
||||||||
6
|
შეფასების შედეგად მიღებული
შედეგები შეესაბამებოდა მიზანს
|
||||||||
7
|
გათვალისწინებული იყო მოსწავლეთა
ინტერესები და შესაძლებობები
|
||||||||
8
|
ჩემი საუბარი არ აჭარბებდა
მოსწავლეთა საუბარს
|
||||||||
9
|
ვიჩენდი ყველა მოსწავლისადმი
თანაბარ ყურადღებას
|
||||||||
10
|
ვიყენებდი აქტიური მოსმენის
ტექნიკას
|
||||||||
11
|
ვაძლევდი მოსწავლეებს განსაზღვრულ
დროს კითხვებზე პასუხის გასაცემად
|
||||||||
სსიპ საჩხერის
მუნიციპალიტეტის სოფელ სხვიტორის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ
დალი ზაბახიძის მიერ ჩატარებული სამოდელო გაკვეთილის
რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა
მასწავლებელთა
პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში 2019 წლის 29 მაისს
მე-8 კლასში ჩავატარე სამოდელო გაკვეთილი.(გაკვეთილის ტიპი- ინტეგრირებული გაკვეთილი-
ქართული ენა და ლიტერატურა; გეოგრაფია).
გაკვეთილის თემა- ნოდარ დუმბაძე-,, ბოშები’’
ქვეთემა- ,, რაც
მტრობას დაუნგრევია..’’
გაკვეთილის მიზანი-მოსწავლეები გამოყოფენ ნაწარმოებიდან მნიშვნელოვან
საკითხებს ; გამოხატავენ
თავიანთ დამოკიდებულებას; მოიძიებენ სათანადო
მასალას და აუდიტორიის წინაშე წარადგენენ თავიანთ
თვალსაზრისს; გაავლებენ
პარალელს
შესწავლილ ნაწარმოებებთან;განსაზღვრავენ
გეოგრაფიული ობიექტებისა და ქვეყნების მდებარეობას რუკაზე; იმსჯელებენ, რა არის პერსონაჟთა
ქცევის მოტივი; დაწერენ მცირე მოცულობის ტექსტს;შეძლებენ
ენობრივ-გრამატიკული სტრუქტურების მართებულ გამოყენებას.
1.რამ განაპირობა შერჩეული ტიპის გაკვეთილის ჩატარება?.
მოგეხსენებათ, სასწავლო პროცესში ინტეგრაცია სხვადასხვა საგანში შესასწავლი თემების ერთმანეთთან ორგანულ დაკავშირებას გულისხმობს. ინტეგრირებული გაკვეთილი არის ერთი და იმავე, მონათესავე ან გამჭოლი თემატიკის ირგვლივ გაერთიანებული ორი ან რამდენიმე სასწავლო საგნის მიხედვით დაგეგმილი და ჩატარებული გაკვეთილი. ვფიქრობ,სასურველია, მასწავლებლებმა ხშირად გამოვიყენოთ ინტეგრაცია იმისათვის, რომ მოსწავლეებმა ისწავლონ ერთი თემის/საგნის მეორესთან დაკავშირება. ეს ხელს შუწყობს ცოდნის გამთლიანებასა და ასევე შეძენილი ცოდნისა და უნარების ერთი სფეროდან მეორეში გადატანას, რასაც საგანმანათლებლო ლიტერატურაში „ტრანსფერს“ უწოდებენ. დიმიტრი უზნაძის აზრით, აზროვნებას ახასიათებს გადატანის უნარი. მას შემდეგ, რაც მოსწავლე ერთხელ გადაჭრის ამოცანას, მას უკვე აღარ უჭირს ანალოგიური ამოცანების გადაჭრა სხვა სიტუაციებში. ტრანსფერი არ ხდება თავისთავად. ამისათვის საჭიროა სწავლების სპეციალურად დაგეგმვა.
ინტეგრირებული გაკვეთილის თემა შევარჩიე
შესასწავლი თემიდან გამომდინარე, არჩეულ თემას აქვს ინტეგრირებულ საგანთან (გეოგრაფია) შეხების წერტილი, ინტეგრირება არის ლოგიკური და ბუნებრივი.
გაკვეთილის იდეის/თემის ჩამოყალიბების შემდეგ შევისწავლე შესაბამისი საგნების ( ქართული ენა და ლიტერატურა; გეოგრაფია) სახელმძღვანელოებში ასახული მასალა, მოვიძიე დამატებით ინფორმაცია და რესურსები. გაკვეთილის გეგმის დახვეწის მიზნით მჭიდროდ ვითანამშრომლე გეოგრაფიის მასწავლებელთან, გავაცანი მას გაკვეთილის გეგმის მონახაზი, მოვისმინე
და გაითვალისწინე მისი რეკომენდაციები.
2.რა სარგებელი მიიღეს გაკვეთილზე დამსწრე კოლეგებმა? მოსწავლეებმა?
გაკვეთილმა ჩემს კოლეგებს
აჩვენა, თუ როგორ შეიძლება დაიგეგმოს და ჩატარდეს ინტეგრირებული გაკვეთილი. როგორ უნდა განვახორციელოთ
ერთ საგანში მიღებული ცოდნის ტრანსფერი მეორე საგანში.
რაც შეეხება მოსწავლეებს, სხვადასხვა საინტერესო
აქტივობით წარმართულმა გაკვეთილმა სწორედ ზემოაღნიშნული
უნარის (ტრანსფერის) განვითარებას შეუწყო ხელი და აჩვენა, თუ რა დიდი როლი აქვს მოსწავლეთა
მოტივაციის ამაღლებაში მრავალფეროვანი აქტივობების მონაცვლეობას ; როგორ უნდა გამოიყენონ
სხვადასხვა საგანში მიღებული ცოდნა საჭიროებისამებრ.
3. იქნა თუ არა გაკვეთილის მიზანი მიღწეული?
ვფიქრობ, რომ
გაკვეთილის მიზანი იქნა მიღწეული, რადგან მოსწავლეებმა შეძლეს მხატვრული ნაწარმოების
გაგება- გააზრება, შეფასება, ადექვატური დასკვნის გაკეთება, კონკრეტულ საკითხზე მსჯელობის მოსმენა და საკუთარი თვალსაზრისის
არგუმენტირებული მსჯელობით დასაბუთება. ვფიქრობ,
ამ გაკვეთილით კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა
ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სასწავლო წლის ბოლოს მისაღწევი შედეგებისაკენ.
4.რა შეიცვალა თქვენი და თქვენი კოლეგების პრაქტიკაში?
ჩატარებულმა გაკვეთილმა
ჩემს პროფესიულ განვითარებას გარკვეული სახის გამოცდილება ნამდვილად შემატა, კერძოდ,
მე და ჩემი კოლეგები მივხვდით, თუ როგორ უნდა
დავგეგმოთ და განვახორციელოთ მრავალფეროვანი, საინტერესო აქტივობები, ასევე ელექრონული და სხვა სახის რესურსების მიზნობრივად გამოყენებით როგორ შევუწყოთ ხელი მოსწავლეებში სწორი
მოქალაქეობრივი პოზიციის ჩამოყალიბებას; ასევე არგუმენტირებული მსჯელობით როგორ მივიყვანოთ
მოსწავლეები სწორ თვალსაზრისამდე.
5. სასწავლო პროცესის კონკრეტულად რა მხარეების განვითარებას/ პრობლემების
დაძლევას შეუწყობს ხელს ჩატერებული გაკვეთილი და როგორ?
ჩემ მიერ ჩატერებული
გაკვეთილი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში განსხვავებული
აზრის კონსტრუქციული განხილვის უნარის ჩამოყალიბებას
;გადაწყვეტილებათა ერთობლივად მიღებისა და პრობლემათა ერთობლივად გადაჭრის უნარის განვითარებას;
სხვისადმი თანაგრძნობის უნარის განვითარებას.
6.რომელი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად? რომელი ვერ განხორციელდა
და რატომ?
დაგეგმილი აქტივობები
წარიმართა გეგმის მიხედვით. ყველა აქტივობა განხორციელდა გეგმის შესაბამისად.
7.რომელი კომპონენტი იყო გაკვეთილზე ყველაზე წარმატებული
და რატომ?
ვფიქრობ, რომ
გაკვეთილზე წარმოდგენილი აქტივობები მეტნაკლებად თანაბრად წარმატებული იყო, მიუხედავად
იმისა, რომ ყველა აქტივობა მიზნის შესაბამისი იყო და ტექსტის გაგება- გააზრებას, პრობლემის
გამოკვეთასა და მისი გადაჭრის გზების ძიებაზე იყო ორიენტირებული, ისინი ნამდვილად იყო
ერთმანეთისაგან განსხვავებული და საინტერესო, რამაც განსაზღვრა კიდეც გაკვეთილის შედეგი.
თუმცა გამოვყოფდი ჯგუფურ სამუშაოს.მოსწავლეებმა
სლაიდებთან ერთად საკმაოდ საინტერესო მასალა წარმოადგინეს,გამოვლინდა შედეგი,
რომელიც თანამშრომლობით, ერთმანეთის აზრების გაზიარებით იქნა მიღწეული.
8. რა საჭიროებს გაუმჯობესებას და რატომ?
მიუხედავად იმისა,
რომ გაკვეთილზე მივაღწიე დასახულ მიზანს, უნდა ითქვას, რომ თემის მოცულობის გამო ვერ მოხერხდა ენობრივი მასალის
უფრო ფართოდ გაშლა(განკერძოებული სიტყვები და გამოთქმები). შემოვიფარგლეთ მხოლოდ სათანადო
მაგალითების მოძიებით და წაკითხვით.
9.რას გავითვალისწინებ მომავალში მსგავსი ტიპის გაკვეთილის მომზადებისას?
მსგავსი ტიპის
გაკვეთილის დაგეგმვისას უფრო ზუსტად განვსაზღვრავ სხვადასხვა აქტივობისათვის დროის
ლიმიტს.
No comments:
Post a Comment