სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვიტორის საჯარო
სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ დალი ზაბახიძის მიერ ჩასატარებელი სამოდელო გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის თემა
|
ვაჟა ფშაველა- ,, ალუდა
ქეთელაური’’
|
ქვეთემა
|
საზოგადოება და ადამიანი-- გუშინ,
დღეს
|
კლასი, საფეხური
|
მე-11 კლასი, საშუალო საფეხური.
|
საგანი
|
ქართული ენა და ლიტერატურა
|
მასწავლებელი
|
დალი ზაბახიძე
|
მოსწავლეთა პროფილი
|
10 მოსწავლე, 2 გოგონა, 8 ვაჟი. სსსმ მოსწავლე არ მყავს.
|
სამოდელო გაკვეთილის ტიპი
|
გამჭოლი კომპეტენციები-მედიაწიგნიერება,სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია
|
გაკვეთილის მნიშვნელობა და აქტუალობა
|
კაცობრიობის არსებობის დღიდან მნიშვნელოვანი
გამოწვევაა პიროვნებისა და საზოგადოების
ურთიერთობა, ამ ურთიერთობისათვის დამახასიათებელი სირთულეები. ამ საკითხის გააზრება
ურთულესი და , ამავდროულად, საინტერესოა მოზარდებისათვის. .მასწავლებლის
ამოცანაა მხატვრული ლიტერატურა, ანუ გონივრულად ორგანიზებული გამოგონილი სამყარო
ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენად უქციოს მოზარდს
რთული და მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრისას.ყოველივე ეს კი იმისათვისაა საჭირო,
რომ მოზარდმა სწორად გაარკვიოს და განსაზღვროს საკუთარი როლი და ფუნქცია საზოგადოებაში.
|
სასწავლო მიზნები და შედეგი
|
მოსწავლეები
გამოყოფენ პოემიდან მნიშვნელოვან საკითხებს ; გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას; მოიძიებენ სათანადო მასალას და აუდიტორიის წინაშე წარადგენენ თავიანთ თვალსაზრისს;
მონაწილეობას მიიღებენ საკლასო
დისკუსიაში(გაარკვევენ,
რამდენად
შეესაბამება
ნაწარმოებში
განვითარებული მოვლენები მათ შეხედულებებს; გაავლებენ პარალელს თანამედროვეობასთან) ; იმსჯელებენ, რა როლი აკისრია ადამიანს საზოგადოების განვითარების
საქმეში; დაწერენ მცირე
მოცულობის
ტექსტს.
|
კავშირი ე ს გ-სთან
|
მიმართულება: ზეპირმეტყველება
ქართ.
XI. 1. მოსწავლეს შეუძლია
საჯარო მოხსენების წარმოდგენა (ზეპირი გამოსვლა) კონკრეტული აუდიტორიის წინაშე კონკრეტული მიზნით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
მკაფიოდ, ცხადად და გასაგებად აყალიბებს განსახილველი საკითხის
არსს, პრობლემის განმსაზღვრელ ასპექტებს და საკუთარ მოსაზრებას;
·
საუბრობს კონკრეტული თემის სპეციფიკის შესაბამისი ცნებებით,
ტერმინებით, ფრაზებით, რომლებიც თავადაც კარგად აქვს გააზრებული და სხვებსაც აგებინებს
(აზუსტებს, განმარტავს, პარალელს ავლებს და ა. შ.);
·
საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად
იყენებს ციტატებს მხატვრული ნაწარმოებებიდან, სამეცნიერო ლიტერატურიდან, ლიტერატურული
კრიტიკიდან და სხვადასხვა საინფორმაციო რესურსს (ფაქტებს, ფრაგმენტებს ინტერვიუდან,
სტატისტიკურ მონაცემებს, ბიბლიოთეკას, ინტერნეტს, აუდიო და ვიზუალურ მასალას და ა.
შ.), რითაც ხელს უწყობს მთავარი იდეის გამოკვეთას;
ქართ.
XI. 2. მოსწავლეს შეუძლია
საჯარო გამოსვლების მოსმენა და კრიტიკულად შეფასება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ისმენს გამოსვლებს, მათში გამოთქმულ
მოსაზრებებს, ახალ ინფორმაციას, დოკუმენტურ მასალას და გამოთქვამს საკუთარ შეხედულებას,
თუ რამდენად დამაჯერებელია მათში გამოთქმული
ჰიპოთეზები და ვარაუდები;
მიმართულება: კითხვა
ქართ.
XI. 5. მოსწავლეს შეუძლია
სხვადასხვა ეპოქის ტექსტების გაანალიზება მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა
და პრობლემატიკის თვალსაზრისით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
მსჯელობს იმაზე, თუ როგორ განსაზღვრავს
კონკრეტული ეპოქა ლიტერატურულ თემებს, იდეებს, პრობლემატიკას და ინფორმაციის სპეციფიკურობას;
·
აანალიზებს კონკრეტული ეპოქის
დამახასიათებელ ნიშნებს და მათს გავლენას ლიტერატურულ ნაწარმოებში ასახული პრობლემის
გადაჭრის გზებზე;
ქართ.
XI. 7. მოსწავლეს შეუძლია
მხატვრული ნაწარმოების ენობრივი საშუალებების გაანალიზება მათი ფუნქციონირების თვალსაზრისით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
მსჯელობს მხატვრულ ტექსტში
შინაარსის გადმოცემის სხვადასხვა ენობრივ და მხატვრულ საშუალებაზე;
მიმართულება: წერა
ქართ.
XI. 9. მოსწავლეს
შეუძლია მხატვრული ნაწარმოების წერილობით გაანალიზება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
განსაზღვრავს ნაწარმოების თემას
და იდეას;
·
აანალიზებს პერსონაჟთა სახეებს,
აჯგუფებს კონფლიქტთან მიმართებით და განსაზღვრავს
მათს როლს სიუჟეტის განვითარებაში;
·
მსჯელობს ავტორის პოზიციისა
და იმის შესახებ, როგორ გამოიხატება ეს პოზიცია ნაწარმოებში;
|
უნარჩვევები
|
ტექსტიდან
საჭირო ინფორმაციის ამოღების, სიღრმისეული გააზრების, ინფორმაციის მოძიებისა და ორგანიზების,
ორიგინალური პროდუქტის შექმნისა და სათანადოდ გამოყენების, თანამშრომლობის, სხვისი
აზრის გაზიარების,საკუთარი აზრის წარმოჩინების უნარ- ჩვევები
|
წინასწარი ცოდნა
|
ვაჟა ფშაველა-,, ალუდა ქეთელაური’’(ტექსტი)
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
გამოიყენება განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება.
გაკვეთილის მსვლელობისას მასწავლებელი დააკვირდება მოსწავლეების მუშაობას და ,, ზოგადი
შეფასების რუბრიკით ‘’შეაფასებს მოსწავლეებს. გააკეთებს განმავითარებელ კომენტარებს.მოსწავლეები
ურთიერთშეფასების რუბრიკით შეაფასებენ საკუთარ და ერთმანეთის აქტივობებს.
|
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
|
აქტივობა 1. საორგანიზაციო საკითხები. მიზნის გაცნობა
(პროექტორის ეკრანზე გამოტანილია, ასევე მატერიალური სახით კლასში გაკრულია გაკვეთილის
თემა, ქვეთემა,
გაკვეთილის მიზანი. ასევე შეფასების რუბრიკები, ჯგუფური მუშაობის წესები. )დრო- 2 წთ.
აქტივობა 2.წინარე ცოდნის გააქტიურება.
აქტივობის მიზანი:მოსწავლეების საჭიროებების დადგენა.
დრო- 4-5 წთ
მეთოდი: კითხვა- პასუხი
ორგანიზების ფორმა: მთელი კლასი
მასწავლებელი სვამს შეკითხვებს:
1.
სად ხდება მოქმედება
ნაწარმოებში?
2.
ვინ არის ალუდა ქეთელაური?
3.
როგორ წარიმართა ალუდასა
და მუცალის ორთაბრძოლა?
4.
რამ მიიქცია თქვენი
ყურადღება ამ ეპიზოდში?
5.
რა მოხდა ალუდას პიროვნებაში?
6.
რას ნიშნავს ,, პირს
დასწოლია ნისლები’’? დაასახელეთ ტროპის სხვა მაგალითები.
7.
რაში შეიტანა თემმა
ეჭვი?
8.
ვინ სცადა ალუდას შერყეული
რენომეს აღდგენა?
9.
როგორი იყო ალუდას
რეაქცია მინდიას ქმედებაზე?
10. რას უწოდებს ,, ცოდვა- ბრალით მონათლულს’’ ალუდა?
11. რას განასახიერებს მუცალი ალუდას სიზმარში?
12. რამ განაპირობა ალუდას მოკვეთა თემიდან?
13. რა შემთხვევაში უპირისპირდება პიროვნება საზოგადოებას?
14. როგორი მდგომარეობაა ამ თვალსაზრისით დღეს? არის თუ
არა რაიმე განსხვავება?
აქტივობა3. ნამუშევრების წარდგენა
მეთოდი- პრეზენტაცია
დრო-12 წუთი
ორგანიზების ფორმა- ჯგუფური მუშაობა
აქტივობის მიზანი-მოსწავლეები შეძლებენ ჯგუფის მიერ
მოძიებული მასალის წარდგენისას ცხადად და გასაგებად ჩამოაყალიბონ განსახილველი საკითხის
არსი, პრობლემის განმსაზღვრელი ასპექტები და საკუთარი მოსაზრებები; განივითარებენ
პრეზენტაციისა და საჯარო გამოსვლების უნარ- ჩვევებს.
1-ლი ჯგუფი-,,ადამიანი
და ტრადიციები’’
მე-2 ჯგუფი- ,,ადამიანი და სამართალი’’
თითოეული ჯგუფი საკუთარ თემაზე მსჯელობასთან ერთად წარმოადგენს სლაიდშოუს
აქტივობა
4. წარმოდგენილი ნამუშევრების შეფასება- ანალიზი
მეთოდი- დისკუსია
დრო- 8 წუთი
ორგანიზების ფორმა- ინდივიდუალური
აქტივობის
მიზანი- მოსწავლეები მოსმენილი ნამუშევრების შესახებ გამოთქვამენ საკუთარ შეხედულებას, თუ რამდენად
დამაჯერებელია მათში გამოთქმული ჰიპოთეზები
და ვარაუდები;იმსჯელებენ, რა იყო
მათთვის ახალი და მნიშვნელოვანი,შეაფასებენ მოწინააღმდეგე ჯგუფის ნამუშევარს.(დანართი
2).
აქტივობა 5.წერა
დრო- 7-8 წთ.
მეთოდი- კუბის მეთოდი
ორგანიზების ფორმა- ინდივიდუალური
მოსწავლეები
კუბის მეთოდით ასრულებენ სამუშაოს
( ზმნების ,, აღწერე’’, ,,შეადარე’’, ,,გააანალიზე’’,
,,დაიცავი’’, ,,საწინააღმდეგო გამოთქვი’’, შეაფასე’’ წერენ თავიანთ თვალსაზრისს.)
აქტივობის მიზანი-მოსწავლეები განსაზღვრავენ პერსონაჟთა ქმედების
მოტივებს, აფასებენ და გამოაქვთ დასკვნა.
აქტივობა 6. ნამუშევრების
წარდგენა
მეთოდი- პრეზენტაცია
ორგანიზების ფორმა-
ინდივიდუალური
დრო - 6 წთ
აქტივობის მიზანი-
მოსწავლეები წარმოადგენენ საკუთარ მოსაზრებას, შეაფასებენ
პერსონაჟთა მსოფლმხედველობას, იმსჯელებენ, ალუდა რწმენას გადაუდგა , თუ ჭეშმარიტი
რწმენისა და სიმართლის ღალატად თვლის მკლავის მოჭრას. (რამდენიმე მოსწავლე წარადგენს ნამუშევარს.დანარჩენებს
მასწავლებელი აკრებს და შეამოწმებს მომავალი
გაკვეთილისთვის )
აქტივობა 7. შეფასება. მასწავლებელი იყენებს განმსაზღვრელ
და განმავითარებელ შეფასებას.
მეთოდი- ზოგადი
შეფასების რუბრიკა (დანართი 1.)ურთიერთშეფასება( დანართი 2) მასწავლებლის თვითშეფასება
დანართი 4.( სამივე რუბრიკა ნაჩვენებია ეკრანზე).
დრო- 3 წთ.
აქტივობის მიზანი- მოსწავლეთა საჭიროებების დადგენა.
აქტივობა 8. საშინაო დავალება-,, გიყვარდეთ, კაცნო,
ერთმანეთი’’
დრო- 1 წთ.
|
საგანმანათლებლო რესურსები და გამოყენებული ლიტერატურა
|
სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი, საშინაო დავალების რვეულები,
პროექტორი, თაბახის ფურცლები.
|
დანართი 1.
ზოგადი შეფასების რუბრიკა
N
|
კრიტერიუმი
|
ნაწილობრივ
1 ქულა
|
სრულად
2 ქულა
|
1
|
წინარე ცოდნის გამოვლენა
|
|
|
2
|
ჩართულობა- აქტიურობა
|
|
|
3
|
ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარები
|
|
|
4
|
ჯგუფური მუშაობის უნარები
|
|
|
5
|
დროის ლიმიტის გათვალისწინება
|
|
|
დანართი 2.
ურთიერთშეფასების რუბრიკა მოსწავლეთათვის
3 რამ,რაც
მომეწონა და დამაინტერესა მოწინააღმდეგე ჯგუფის მიერ
წარმოდგენილ მასალაში
|
3 რამ ,რის შესახებაც ვიმსჯელებდი
|
3რამ, რასაც ვურჩევდი სამომავლოდ
გასათვალისწინებლად
|
1.
2.
3.
|
დანართი 3.
ჯგუფური მუშაობის
წესები
. ჯგუფში მუშაობისას დავიცვათ წესრიგი;
. ავირჩიოთ ლიდერი და გადავანაწილოთ ფუნქციები;
. მოვუსმინოთ და პატივი ვცეთ ერთმანეთის აზრს
აქტიურად ჩავერთოთ
ჯგუფურ მუშაობაში
სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვიტორის საჯარო
სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ დალი ზაბახიძის მიერ ჩატარებული სამოდელო გაკვეთილის
რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა
მასწავლებელთა
პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში 2019 წლის 23 მაისს
მე-11 კლასში ჩავატარე სამოდელო გაკვეთილი.(გაკვეთილის ტიპი- გამჭოლი კომპეტენციები-
წიგნიერება, სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია).
გაკვეთილის თემა- ვაჟა ფშაველა-
,, ალუდა ქეთელაური’’
ქვეთემა- საზოგადოება
და ადამიანი- გუშინ, დღეს
გაკვეთილის მიზანი-მოსწავლეები
გამოყოფენ პოემიდან მნიშვნელოვან საკითხებს ; გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას; მოიძიებენ სათანადო მასალას და აუდიტორიის წინაშე წარადგენენ თავიანთ თვალსაზრისს; მონაწილეობას მიიღებენ საკლასო
დისკუსიაში(გაარკვევენ,
რამდენად
შეესაბამება
ნაწარმოებში
განვითარებული მოვლენები მათ შეხედულებებს; გაავლებენ პარალელს თანამედროვეობასთან) ; იმსჯელებენ, რა როლი აკისრია ადამიანს საზოგადოების განვითარების საქმეში; დაწერენ მცირე მოცულობის ტექსტს.
1.რამ
განაპირობა შერჩეული ტიპის გაკვეთილის ჩატარება?
გაკვეთილის ჩატარების
იდეა გამიჩინა მოსწავლეთა დამოკიდებულებამ
და გამოვლენილმა ინტერესმა ნაწარმოებში
განვითარებული მოვლენების მიმართ. მოსწავლეებისათვის ბევრი რამის გამო საინტერესო აღმოჩნდა
ეს პოემა- მთის ადათები, ადამიანთა შორის დამოკიდებულებები. ადამიანისა და საზოგადოების ურთიერთობა ხომ სამყაროს გაჩენის დღიდან
მნიშვნელოვანი გამოწვევაა ,ეს პრობლემა რთულად აღსაქმელი, მაგრამ, ამავდროულად, საინტერესოა მოზარდებისათვის. სწორად დაგეგმილი აქტივობებით ნაწარმოების გააზრება
მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მოსწავლეებს მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრაში. ყოველივე ეს
კი იმისათვისაა საჭირო, რომ მათ სწორად გაარკვიონ
და განსაზღვრონ საკუთარი როლი და ფუნქცია საზოგადოებაში.
2.რა სარგებელი მიიღეს გაკვეთილზე დამსწრე კოლეგებმა? მოსწავლეებმა?
გაკვეთილმა ჩემს კოლეგებს
აჩვენა, თუ როგორ შეიძლება დაიგეგმოს და ჩატარდეს გაკვეთილი ორი გამჭოლი კომპეტენციით.
ეს არის მედიაწიგნიერება, რაც გულისხმობს მოსწავლეებში
კვლევითი ჩვევისა და პრობლემის გადაჭრის, ინფორმაციის მოძიების, დახარისხების, სწორი
დასკვნების გამოტანის უნარების განვითარებას
და ასევე სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია-სამოქალაქო ცხოვრებაში ინტეგრირებისათვის
აუცილებელი უნარების- კონსტრუქციული თანამშრომლობის, პრობლემის მოგვარების, შემწყნარებლობის,
სხვისი უფლებების აღიარების უნარების ჩამოყალიბებას.
რაც შეეხება მოსწავლეებს,
სხვადასხვა საინტერესო აქტივობით წარმართულმა
გაკვეთილმა სწორედ ზემოაღნიშნული უნარების განვითარებას შეუწყო ხელი და აჩვენა,
თუ რა დიდი როლი აქვს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაში მრავალფეროვანი აქტივობების
მონაცვლეობას.
3. იქნა თუ არა გაკვეთილის მიზანი მიღწეული?
ვფიქრობ, რომ
გაკვეთილის მიზანი იქნა მიღწეული, რადგან მოსწავლეებმა შეძლეს მხატვრული ნაწარმოების
გაგება- გააზრება, შეფასება, ადექვატური დასკვნის გაკეთება, კონკრეტულ საკითხზე მსჯელობის მოსმენა და საკუთარი თვალსაზრისის
არგუმენტირებული მსჯელობით დასაბუთება. აგრეთვე მათი მხრიდან საკუთარი როლისა და მისიის განსაზღვრა სამოქალაქო საზოგადოებაში.
ვფიქრობ, ამ გაკვეთილით კიდევ ერთი ნაბიჯი
გადაიდგა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სასწავლო წლის ბოლოს მისაღწევი
შედეგებისაკენ.
4.რა შეიცვალა თქვენი და თქვენი კოლეგების პრაქტიკაში?
ჩატარებულმა გაკვეთილმა
ჩემს პროფესიულ განვითარებას გარკვეული სახის გამოცდილება ნამდვილად შემატა, კერძოდ,
მე და ჩემი კოლეგები მივხვდით, თუ როგორ უნდა
დავიხმაროთ სამოქალაქო განათლება გაკვეთილის მიზნის მიღწევის პროცესში; როგორ
დავგეგმოთ და განვახორციელოთ მრავალფეროვანი, საინტერესო აქტივობები, ასევე ელექრონული და სხვა სახის რესურსების მიზნობრივად გამოყენებით როგორ შევუწყოთ ხელი მოსწავლეებში სწორი
მოქალაქეობრივი პოზიციის ჩამოყალიბებას.
5. სასწავლო პროცესის კონკრეტულად რა მხარეების განვითარებას/ პრობლემების
დაძლევას შეუწყობს ხელს ჩატერებული გაკვეთილი და როგორ?
ჩემ მიერ ჩატერებული
გაკვეთილი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში განსხვავებული
აზრის კონსტრუქციული განხილვის უნარის ჩამოყალიბებას
;გადაწყვეტილებათა ერთობლივად მიღებისა და პრობლემათა ერთობლივად გადაჭრის უნარის განვითარებას;
საკუთარი სოციალური პასუხისმგებლობის გააზრებას.
6.რომელი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად? რომელი ვერ განხორციელდა
და რატომ?
დაგეგმილი აქტივობები
წარიმართა გეგმის მიხედვით, თუმცა დროის ლიმიტის
გამო ვერ მოხერხდა ნაწარმოების მხატვრულ მხარეზე სიღრმისეული მსჯელობა.
7.რომელი კომპონენტი იყო გაკვეთილზე ყველაზე წარმატებული და რატომ?
ვფიქრობ, რომ
გაკვეთილზე წარმოდგენილი აქტივობები მეტნაკლებად თანაბრად წარმატებული იყო, მიუხედავად
იმისა, რომ ყველა აქტივობა მიზნის შესაბამისი იყო და ტექსტის გაგება- გააზრებას, პრობლემის
გამოკვეთასა და მისი გადაჭრის გზების ძიებაზე იყო ორიენტირებული, ისინი ნამდვილად იყო
ერთმანეთისაგან განსხვავებული და საინტერესო, რამაც განსაზღვრა კიდეც გაკვეთილის შედეგი.
თუმცა გამოვყოფდი ჯგუფურ სამუშაოს.მოსწავლეებმა
სლაიდებთან ერთად საკმაოდ საინტერესო მასალა წარმოადგინეს,გამოვლინდა შედეგი,
რომელიც თანამშრომლობით, ერთმანეთის აზრების გაზიარებით იქნა მიღწეული.
8. რა საჭიროებს გაუმჯობესებას და რატომ?
მიუხედავად იმისა,
რომ გაკვეთილზე ყველა თანაბრად იყო ჩართული, მაინც გამოიკვეთა ერთი მოსწავლე, რომელიც
ნაკლებად აქტიურობდა გამოწვევის ფაზაზე.მომავალში აუცილებლად გავითვალისწინებ აღნიშნულ
პრობლემას და გაკვეთილის დაგეგმვისას მეტად ვიქნები ორიენტირებული მოსწავლეთა ინდივიდუალურ
შესაძლებლობებზე.
9.რას გავითვალისწინებ მომავალში მსგავსი ტიპის გაკვეთილის მომზადებისას?
მსგავსი ტიპის
გაკვეთილის დაგეგმვისას გავითვალისწინებ მოსწავლეების ინდივიდუალურ შესაძლებლობებს,
აგრეთვე უფრო ზუსტად განვსაზღვრავ სხვადასხვა აქტივობისათვის დროის ლიმიტს.
No comments:
Post a Comment