სწავლის ხარისხის ამაღლების, შესწავლილი მასალის უკეთ გაგება-გააზრების
მიზნით შევქმენი ელექტრონული რესურსი ,, ხმოვანფუძიან სახელთა ბრუნება’’.
რესურსის შექმნისას ვისარგებლე ინტერნეტსაიტით learningapps.org.
რესურსი განკუთვნილია მე-5-მე-6 კლასების მოსწავლეებისათვის.
ამ ასაკის ბავშვებისათვის არ არის უცხო კომპიუტერთან მუშაობა. ამიტომ ისინი ხალისით
ეკიდებიან აღნიშნულ დავალებას.
რესურსი წარმოადგენს სამ ნაწილად დაყოფილ სივრცეს, რომელზეც
მოცემულია სამი განყოფილება-ფუძეკვეცადი, კუმშვად- კვეცადი და ფუძეუკვეცელი სახელები.
მოსწავლეებმა უნდა დაალაგონ მოცემული სიტყვები ბრუნების სამი ქვეჯგუფის მიხედვით. პასუხის
შესამოწმებლად მოსწავლემ უნდა დააწკაპოს მარჯვენა ქვედა კუთხეში. სწორ პასუხზე ჩარჩო გამწვანდება, არასწორ პასუხზე- გაწითლდება. დახმარებისთვის მოსწავლეს შეუძლია
მიმართოს დანართის მარცხენა კუთხეში განთავსებულ
ნათურას, რომელიც შეახსენებს თითოეული განყოფილების
განმარტებას.
რესურსი არის ინტერაქტიული, ადვილად აღქმადი, უსაფრთხო, მრავალჯერადი
გამოყენების.
აღნიშნული რესურსის გამოყენება შესაძლებელია სხვა საგნებშიც
ისეთი დავალებების შესრულებისას, როდესაც მოსწავლემ გარკვეული ნიშნების მიხედვით უნდა
დააჯგუფოს საგნები, მოვლენები, პროცესები და ა. შ.
რესურსის გამოყენება ხელს უწყობს შესწავლილი მასალის უკეთ
გაგება- გააზრებას, იზრდება მოსწავლეთა მოტივაცია, სწავლის პროცესი ხდება საინტერესო
და სახალისო. მოსწავლეები აზროვნებენ სწრაფად, უკვირდებიან, ამოწმებენ თეორიულად შესწავლილი
მასალა რამდენად შეუძლიათ გამოიყენონ პრაქტიკაში. აღნიშნული რესურსი არის ორიენტირებული გამჭოლი კომპეტენციების
განვითარებაზე (ციფრული წიგნიერება, რაც გულისხმობს ინფორმაციული და საკომუნიკაციო
ტექნოლოგიების გამოყენებას, რომელიც ხელს უწყობს შემოქმედებითი და ინოვაციური მიდგომების
გამომუშავებას მოსწავლეებში).
რესურსის დახმარებით გავედი ესგ საგნის სტანდარტის შედეგზე:
- ქართ.V.15. მოსწავლეს შეუძლია გრამატიკული წესების მართებულად გამოყენება.
- ქართ.VI.11.მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ტიპის ტექსტების ენობრივ თავისებურებებზე დაკვირვება და მსჯელობა( ამოიცნობს და განარჩევს არსებით, ზედსართავ და რიცხვით სახელებს).